ევროპარლამენტარი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა ტიტერზე წერს, რომ უარი მიიღო სააკაშვილთან შეხვედრაზე.
„უარი მივიღე მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე ციხეში.
ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არის კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ კვლავ არსებობს შანსი, რომ გამოსწორდეს სიტუაცია.
საქართველს მთავრობა მთლიანად პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”. – წერს ევროპარლამენტარი.
ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ჩამოფრინდა. მედიასთან ევროპარლამენტარს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მან შეხვედრები უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართა.