უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე - ვარშალომიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

„უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს“, – წერს ვარშალომიძე.

გუშინ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს.

დღეს მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა და ანი წითლიძემ. ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

დღეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურს გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება წაართვა და მოქალაქეებმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლონ.