„უარყოფითად ვაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“ | საია კუჭავას პირბადის საქმეზე

პუბლიკა

„უარყოფითად ვაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ, რომ ამგვარი ლოიალური მიდგომა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ აშკარა სამართალდარღვევაზე, უარყოფითად აისახება საარჩევნო სამართალდარღვევების პრევენციაზე“, – აცხადებენ საიაში.

საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადების გამო, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გაათავისუფლა ჯარიმის გადახდისაგან და მას მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ლოგოიანი პირბადით მივიდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელი არ დაუკისრებია.