„მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში ქართველმა ხალხმაო ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით”, – თქვა საქართველოს პატრიარქმა ილია ll-მ, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის სემდეგ.
მან მოსახლეობას ბზობის დღესასწაული მიულოცა და თქვა, რომ ვერ წარმოედგინა, თუ ქართველი ხალხი „ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს”.
მისივე თქმით, „როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ იგი”.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების თანახმად, 3 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია, ამ და სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის პოლიცია ყოველდღიურად ასობით მოქალაქეს ათასობით ლარით აჯარიმებს, თუმცა ტაძრებში მაინც ხალხმრავლობაა და ეს შეზღუდვები მრევლს არ ეხება.