უცნობი წყაროებიდან უმეტესობა გარკვეულია, კვლევა1-2 შემთხვევის წყაროს დადგენაზე მიმდინარეობს – NCDC

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან, სადაც უცნობი იყო წყარო, უმეტესობა მათგანში წყარო გარკვეულია. ამჟამად კვლევა ერთი-ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „პუბლიკას” დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, ანა კასრაძემ განუცხადა.

„უმეტესობა შემთხვევები გარკვეულია, ერთი-ორი შემთხვევის წყაროს დადგენაზე მიმდინარეობს კვლევა”, – ამბობს კასრაძე.

8 ივნისიდან კონკრეტულად რამდენ შემთხვევაზე იყო უცნობი წყარო, ამ კითხვაზე ცენტრში კონკრეტულად ვერ გვპასუხობენ, ვინაიდან, მათი თქმით, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.


stopcov.ge-ზე დღეს დილით განახლებული მონაცემები ასეთია:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 914;

– მათ შორის გამოჯანმრთელებული – 771;

– გარდაცვლილი – 14;

– კარანტინის რეჟიმში – 2 744;

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258;

– *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;