უფასო მგზავრობა, 10-თეთრიანი და 20-თეთრიანი შეღავათები ახალ სააბონენტო სისტემაშიც იქნება

პუბლიკა

იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდნენ უფასოდ ან სარგებლობდნენ 10-თეთრიანი და 20-თეთრიანი შეღავათებით, 1 თებერვლიდანაც ამავე შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებითვე, შეღავათი გავრცელდება ლურჯ მიკროავტობუსებზეც.

„თუ დღემდე 80 თეთრის გადახდა უწევდათ მიკროავტობუსში, ამ ახალი სისტემით 10-თეთრიანი, 20-თეთრიანი და უფასო მგზავრობის შეღავათები, მიკროავტობუსებზეც შეუძლიათ გამოიყენონ, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

„პუბლიკას“ თბილისის მერიაში უთხრეს, რომ შეღავათებით მოსარგებლე მოქალაქეებს მგზავრობა იმავე ბარათებით შეეძლებათ, რომლებსაც აქამდე იყენებდნენ.


მერის განცხადებით 1 თებერვლიდან თბილისში ყვითელი „მარშუტკები“ აღარ იმოძრავებს. დედაქალაქში ეტაპობრივად, დღეიდან მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება.