უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი გამოხატვის თავისუფლებას არ გაცდენია - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ცესკოთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოს გიგი უგულავას მიერ „იმედის” ჟურნალისტის მიმართ გამოხატული შეფასება არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.

„სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და ცდება პოლიტიკური ეთიკის და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს.

რაც შეხება ამ კონკრეტული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას, გიგი უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს, რა შემთვევაშიც, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა და გვექნება მომავალშიც რეაგირება.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშობას!” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

რამდენიმე მედია საშუალება აქტიურად გვიკავშირდება, სურთ სახალხო დამცველოს კომენტარი ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოს…

Posted by Nino Lomjaria on Tuesday, November 10, 2020