უხერხულია, როცა პრეზიდენტის ყველა გამონათქვამს განმარტებების სქოლიო მოსდევს - კობერიძე

პუბლიკა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ უხერხულია, როცა პრეზიდენტის ყველა განცხადებას განმარტებების სქოლიო მოსდევს.

„საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხერხულია, როცა პრეზიდენტს ყველა გამონათქვამის შემდეგ თანმდევი სქოლიო მოსდევს განმარტებების. თუმცა, თუ სხვა რამ თქვა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, იქნებ განგვიმარტოს, რისი თქმა უნდოდა და ჩვენც შესაბამისად შევაფასებთ. თუ სწორად ამბობ, რისი თქმაც გინდა, მედიას ძირითადად მიაქვს ის სათქმელი, როგორც ითქმევა ხოლმე“, – განაცხადა კობერიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის სიტყვებს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინტეპრეტაცია მოჰყვა.

„დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა და მცდელობა, რომ მე გამასაღოთ, როგორც პრომოძალადე ძალიან სასაცილოა, რომ არ იყოს სატირალი.