უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, შესაძლოა, 2029 წელს გაწევრიანდნენ, სად იქნება საქართველო ამ დროს? - კუბილიუსი

პუბლიკა

„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს”.  – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. თარგმანს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

„მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას – იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ – თქვა კუბილიუსმა.