უკრაინა ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან - ჯოზეფ ბორელი

პუბლიკა

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის წინ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ სამსახურთან უკრაინის ევროპულ მომავალსა და ევროკავშირთან კიევის ურთიერთობაზე ისაუბრა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, უკრაინა ახლა უკვე ახლოს არის ევროკავშირთან და სამიტის შემდეგ ურთიერთობები მეტად გაღრმავდება ერთიანი საჰაერო სივრცეზე ხელის მოწერითა და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით.

„უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან, დაწყებული გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვით და დამთავრებული ჩვენი მჭიდრო კავშირებით, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით.

ევროკავშირი აღიარებს და მიესალმება უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპული არჩევანს, რაც ასახულია შეთანხმებაშიც. ის დადასტურებულია დეკლარაციით, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა ბორელმა „რადიო თავისუფლებასთან“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გასაწევრებლად საუკეთესო გზაა რეფორმების გატარება, ევროკავშირის სტრუქტურებისა და უკრაინის თანამშრომლობა, უკრაინის მოქალაქეთა მოგზაურობია და სწავლის შესაძლებლობა ევროკავშირში და პირიქით.

ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა ესტონეთის პრეზიდენტის კომენტარს, რომ უკრაინის ევროინტეგრაციას შესაძლოა, 20 წელიც დასჭირდეს.

ბორელის თქმით, საუბარი კონკრეტულ დროზე მისი მხრიდან სპეკულაციური იქნება და მისი აზრით უმჯობესია, ყურადღება დაეთმოს უკრაინისასთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის სივრცეში, რისი მიღწევის საუკეთესო გზაც, ასოცირებით შეთანხმებულ რეფორმებზე მუშაობა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სტანდარტებზე წვდომაა.