უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა - უკრაინის საგარეო

პუბლიკა

უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცახდებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ირანული წარმოების იარაღის გამოყენების ფაქტებს მოყვა.

„ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ რუსეთისადმი ირანული იარაღის მიწოდება და შემდგომ მისი რუსული ჯარების მიერ გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად რუსეთისადმი იარაღის მიწოდება არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინა-ირანის ურთიერთობებს”, – ნათქვამის განცხადებაში.