უკრაინაში დააკავეს 2 პირი, რომლებიც რუსებს უკრაინის საბრძოლო ავიაციაზე ინფორმაციას აწვდიდა

პუბლიკა

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ დააკავა რუსი ინფორმატორები, რომლებიც კიივისა და ნიკოლაივის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ავიაციის შესახებ ინფორმაციას გასცემდნენ.

უკრაინული უწყება ამბობს, რომ FBS-ს აგენტი იწერდა თავდაცვის ძალების თვითმფრინავების ფრენების დროს, მიმართულებას და სავარაუდო რაოდენობას.

ერთ-ერთი დაკავებულია 34 წლის ადგილობრივი ქალი, რომელიც ფულის სანაცვლოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

ოკუპანტების ბრძანების შესასრულებლად დაკავებულმა კიივის რეგიონში, თავისი ბინის აივანზე „დაკვირვების წერტილი“ მოაწყო. იქ მან ასევე ჩაწერა სამხედრო თვითმფრინავების აფრენა-დაშვების „გრაფიკი“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, დანაშაულების დოკუმენტირებისას დამატებით დადგინდა, რომ მან FSB-ს მტრის „ჩამოსვლის“ შესახებ პირადად ადგილზეც აცნობა.

კიდევ ერთი პირი კი ნიკოლაივის ოლქში დააკავეს. ისიც ფარულად იღებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრენებს.

გადაღების შემდეგ მან ვიდეოფაილები რუს სპეცსამსახურებს პოპულარული მესენჯერ-აპლიკაციებით მიაწოდა.

უკრაინის უშიშროების სამსახური წერს, რომ ჩხრეკის დროს დაკავებულებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, რომლებშიც დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ინახებოდა.

მათ მიმართ გამოძიება დაწყებულია სამხედრო ღალატისა და სამხედრო ვითარების დროს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელების მუხლებით. მათ ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლიდან უვადომდე, ასევე ემუქრებათ ქონების კონფისკაცია.