უკრაინაში გლოვის დღე გამოაცხადეს - ავიაკატასტროფას 26 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში წუხელ ჩამოვარდა. ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 20 კადეტი იყო. როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით, ავიაკატასტროფის მიზეზის გამოძიებამდე ყველა მსგავსი მოდელის სასწავლო თვითმფრინავის გამოყენება შეჩერებულია.

 

LB loan image desktop LB loan image mobile