უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლი ბახმუტთან დაიღუპა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 37 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.