უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი „შავი არწივი“ იტყობინება, რომ სოსო გუგუტაშვილი ავდეევკის მიმართულებაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

,,ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი ,,შავი არწივის” მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ – წერს ქვედანაყოფი facebook-ზე.

უკრაინაში საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.