უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში  ავდეევკის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების შედეგად კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ისინი „შავი არწივის“ ქვედანაყოფის მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე იყვნენ, – ინფორმაციას ქვედანაყოფი ავრცელებს.

გუშინ ასევე ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა „შავი არწივის“ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი.

უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.