უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

პუბლიკა

2022 წლის 21 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა მიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების მიმდინარე/გადაუდებელი საჭიროებების შესახებ.