უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის 20-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა - უკრაინული მედია

პუბლიკა

უკრაინაში, ლუტსკის ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცს თან ასაფეთქებელი ნივთიერება და იარაღი აქვს, ავტობუსში კი 20-მდე მგზავრი იმყოფება. პოლიცია ქალაქის ცენტრში სპეცოპერაციას ატარებს, რის გამოც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ცენტრალური გამზირი გადაკეტილია.