უკრაინაში სულ მცირე 64 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა - გაერო

პუბლიკა

გაეროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, CNN წერს, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 64 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაშავდა.

სააგენტოს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებამ ასიათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვა.

ასევე, ასობით სახლი დაზიანდა და განადგურდა, ხოლო დაბომბვების შედეგად დაზიანებული ხიდების და გზების გამო, ზოგიერთი დასახლება მოწყდა ბაზრებს.