კიევის ოლქში ზელენსკის თანაშემწის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს

პუბლიკა

კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის მანქანა დაცხრილეს.

სერგეი შეფირს, რომელიც ავტომობილით სოფელ ლისნიკისთან იმყოფებოდა ავტომატური იარაღიდან ესროლეს. მანქანას უკრაინის საგამოძიებო უწყების ცნობით 10 ტყვია მოხვდა, დაიჭრა მძღოლი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. თავად შეფერი კი გადარჩა.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ეჭვმიტანილის ძებნა.