უკრაინელ ხალხს მხარს ვუჭერთ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულადაც - პრემიერი

პუბლიკა

„ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის, ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი”. -საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის თავს ფეისბუქზე ეხმაურება.

იგი ამბობს,რ ომ ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.

„საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას!” – წერს კობახიძე.