უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყება.

მათივე ცნობით,  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე  1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე – https://donor.moh.gov.ge/

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში,  რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით. მომზადებული სისხლის პროდუქტები კი ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.