ტიმოშენკო: მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გავათავისუფლეთ

პუბლიკა

მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, – ამის შესახებ 16 მარტს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

ზელენსკისა და ფედოროვს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. კადრები უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

11 მარტს, რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. მერის გათავისუფლების მოთხოვნით, 12 მარტს მელიტოპოლის ცენტრში საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ფედოროვის გატაცებიდან მალევე მელიტოპოლში რუსმა ოკუპანტებმა ახალი „მერი“ გალინა დანილჩენკო დანიშნეს. ის საკრებულოს დეპუტატია “ოპოზიციური ბლოკიდან”.

LB loan image desktop LB loan image mobile