უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის და აუცილებელი პირობების მოთხოვნით, PHR-მა სასამართლოს მიმართა.

„2022 წლის 24 თებერვალი განსხვავებულად გათენდა 9 წლის ვოლოდიმირისა და 10 წლის მიხაილოსთვის* (* ბავშვების სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე). ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი ბავშვის, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ყოველ დღე ისმოდა საჰაერო განგაში, რასაც რუსეთის მხრიდან ბავშვების ქალაქში ბომბების ჩამოყრა მოჰყვებოდა. ძმებმა ერთი კვირა სარდაფიდან გამოუსვლელად გაატარეს.

2022 წლის ივნისში დედამ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და 13 ივნისს ჩამოვიდა. 2022 წლის პირველ აგვისტომდე ვოლოდიმირი და მიხაილო უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბავშვები დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია მოითხოვს, ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ თავშესაფრით, საკვებითა და სხვა აუცილებელი პირობებით.

LB loan image desktop LB loan image mobile