უკრაინელმა სამხედროებმა ჯამში 14 200 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს - უკრაინის თავდაცვის უწყება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 18 მარტის მონაცემებით რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) განადგურებულია 14 200 რუსი ჯარისკაცი.

სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხედროებმა გაანადგურეს:

  • 14 200 ჯარისკაცი
  • 1 448 ჯავშანტრანსპორტიორი;
  • 879 მანქანა;
  • 450 ტანკი;
  • 205 საარტილერიო სისტემა;
  • 60  საწვავის ავზი;
  •  72 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა;
  • 112 ვერტმფრენი;
  • 93 თვითმფრინავი;
  • 43 საზენიტო საბრძოლო სისტემა;
  • 3 გემები/ნავები.

ომში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა რთული ხდება, რადგან მოსკოვი და კიევი რადიკალურად განსხვავებულ რიცხვებს ასახელებენ.

უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებით, მონაცემები ზუსტდება და გამოთვლას ბრძოლის ინტენსივობა ართულებს.