უკრაინის დაზვერვა: კიევის რეგიონში საევაკუაციო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 7 მოქალაქე

პუბლიკა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, კიევის რეგიონში, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო კოლონას. დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

დღეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე უახლეს მონაცემები გამოაქვეყნა. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი ამჟამად უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

სწორედ აქ მიდის ინტენსიური ბრძოლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ოკუპანტებს შორის.