უკრაინის დაზვერვა: რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.

ამავე განცხადების მიხედვით, დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია, საიდანაც ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება ტექნიკის ნაწილები, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.

„განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კავშირის განახლების შესაძლებლობაც“, – წერია განცხადებაში.