უკრაინის გენშტაბი: რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის 2 დასახლება მთლიანად დატოვეს

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მთლიანად დატოვეს ხერსონის ოლქის ორი დასახლებული პუნქტი – ჩარივნე და ჩკალოვო, ხოლო ბერისლავიდან ევაკუირებული არიან ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი.

შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ხერსონში და ხერსონის ოლქში „მაროდიორობისა“ და უკანონო ქმედებების შემთხვევები გახშირდა. ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას ავტომობილებს ართმევენ.

უკრაინის არმიის კახოვკას ოპერატიულმა ჯგუფმა ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი 29 აგვისტოს გაარღვია. მსხვილმასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ხერსონის ოლქში, არაერთი ოკუპირებული დასახლება გაათავისუფლა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს “მყისიერი” ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო.

LB loan image desktop LB loan image mobile