უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - Ukrainska Pravda

პუბლიკა

სამი უკრაინის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. Ukrainska Pravda ამ ინფორმაციას Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.  სტამბოლში გაიმართა უკრაინის, გაეროს, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის შეხვედრა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.

გამოცემის ცნობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის ნაწილობრივ გაინაღმება ტერიტორიები. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის საზღვაო ძალები შეამოწმებენ გემებს, რადგან რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინული გემებით დასავლური იარაღის გადატანა მოხდებოდა.

Ukrainska Pravda-ს მიხედვით, გაერო სტამბოლში დააფუძნებს სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს, რომელიც გააკონტროლებს გემებისთვის საფრთხის დონეს.

რჩება ტექნიკური დეტალების შეთანხმება, კერძოდ, როგორ გაინაღმება უკრაინის პორტები.

13 ივლისს, სტამბოლში გაიმართა უკრაინის, რუსეთის და თურქეთის სამხედროთა დელეგაციებისა და გაეროს დიპლომატების მოლაპარაკება გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით.

 

LB loan image desktop LB loan image mobile