უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრაპმთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევი მზადაა აშშ-ს Tomahawk რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონები შესთავაზოს.
„დღეს, ცხადია, ამ ომის დასრულება გვინდა. ეს ტექნოლოგიური ომიც არის. მხოლოდ Tomahawk-ების გამოყენება საკმარისი არ არის. ასევე საჭიროა 1000-ობით დრონიც. ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოების ათასობით ასეთი დრონი, თუმცა ასევე გვჭირდება თქვენი Tomahawk-ები. აშშ-ს აქვს ეს და სხვა ბევრი რაკეტა. მაგრამ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი დრონები. ასე შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ. [„ფორმულას“ თარგმანი]
ტრამპმა პასუხად განაცხადა, რომ იგი აღიშნული წინადადებით დაინტერსებულია და დაამატა დღევანდელ შეხვედრაზე Tomahawk-ების საკითხს ზელენსკისთან უფრო დეტალურად განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ მხარეები მზად არიან ომის დასასრულებლად.
„პატივია ძალიან ძლიერ ლიდერთან ერთად ყოფნა, კაცთან, რომელმაც ბევრი გადაიტანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა ზელენსკიზე საუბრისას.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და დაადასტურა, რომ მასთან შეხვედრას უნგრეთში, ბუდაპეშტში გამართავს.