უკრაინის საგარეო: რეალური საფრთხე რუსიფიკაციაა, არა - „უკრაინიზაცია"

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარებსაც.

17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს „უკრაინიზაცია არ უნდა დაუშვან”, რისი პრევენციისთვის „გამჭვირვალობა საუკეთესო საშუალებაა”.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოში გამწვავებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და იპოვონ გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გზით.

მოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებების პატივისცემა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სოციალურ მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი პირობაა ქვეყნის ევროპული მომავლის ასაშენებლად.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კომენტარები „უკრაინიზაციის” საფრთხესთან დაკავშირებით, რისკენაც არის თურმე ეს კანონი მიმართული, შემაშფოთებელია.

ჩვენი ქვეყნის მსგავს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება, დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას. რუსიფიკაცია და არა მითიური „უკრაინიზაცია”, არის რეალური საფრთხე საქართველოსთვის”, – წერია განცხადებაში.