უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ჩამოგდებულია ხუთი რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი

პუბლიკა

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.