საღამოს 19:00 საათზე, პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია კვლავ დაიგეგმა.
„უმძიმესი ღამისა და ინტენსიური შეტაკებების შემდეგ, დედაქალაქი მთლიანად უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა. ოკუპანტები ვერ დაწინაურდნენ!”
ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის წინ! – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების, მოძრაობა „სირცხვილიას” და „დემოკრატიის მცველების” განცხადებაში.
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი, ხალხმრავალი აქციები ბოლო ორი დღეა მიმდინარეობს. აქციები დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების პროტესტის ფონზე, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის სანქციებს შეუერთდეს.