უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა.

„უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა. ირაკლი ქურციკიძე, უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ“, – წერს უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.