უკრიანაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 30 წლის ზაქრო შუბითიძე დაიღუპა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქართველმა მებრძოლებმა, მათ შორის, ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა გაავრცელეს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო შესაბამის პროცედურებს განახორცილებს.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი 50-მდე ქართველია დაღუპული.