უკვე 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა თავისი ქვეყანა - გაეროს უმაღლესი კომისარი

პუბლიკა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი წერს, რომ ბოლო 48 საათზე ნაკლებ დროში 50 000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა.

„50 000-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა თავისი ქვეყანა, 48 საათზე ნაკლებ დროში – უმეტესობა პოლონეთსა და მოლდოვაში და კიდევ ბევრი მიდის საზღვრებისკენ“, – წერს ის Twitter-ზე.