უკვე 500 ექიმი აიცრა - ტიკარაძე

პუბლიკა

„დღეს არის მხოლოდ პირველი დღე. ამ მომენტისთვის უკვე დარეგისტირებულია 3 500-მდე ჩვენი მოქალაქე, ეს პროცესი გრძელდება. აცრილია უკვე 500 ექიმი”,  – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში აღნიშნა.

დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები იცრებიან.

ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ეს პროცესი სწორად და შეურეფხებლად წარიმართება.

„საქართველო, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. სხვა ქვეყნებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გაკრვეული კითხვები არსებობს. არსებობს ასევე ანტივაქსერული კამპანია, აღსანიშნავია ის, რომ უკვე 81 მილიონამდე ადამიანი არის დაფიქსირებული. პროცესი რთული რომ იქნებოდა, ეს ჩვენ გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად როგორც მზაობა, ასევე სანდოობა ნებისმიერი ვაქცინის მიმართ უფრო გაიზრდება. და ჩვენი ექიმებიც, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან წინა ხაზზე და ის, რომ ჩვენ დღეს ვცრით ექმებს და არა სხვა რომელიმე ჯგუფს, აქ პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ისინი სწორედ ამიტომ იცრებიან, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას. ეს არის ზრუნვის კომპონენტი, ეს არის საერთაშორისო მიდგომა ექიმების მიმართ, ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, როდესაც ჩვენ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, და ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ პირველები აიცრან. დარწუმებული ვარ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ეს პროცესი სწორად და შეურეფხებლად წარიმართება”, – განაცხადა მან.