უკვე მეორე დღეა, იერუსალიმთან ახლოს ტყეში ხანძარია.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია მეხანძრეების 163 ჯგუფი და 12 ვერტმფრენი.
ცეცხლი გავრცელებულია იერუსალიმსა და თელავივს შორის დამაკავშირებელი მთავარი გზის გასწვრივ.
პოლიციის განცხადებით, მთავარი გზა გაიხსნა.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დაკავებულია 18 ადამიანი.
კვამლის ინჰალაციისა და დამწვრობის გამო საავადმყოფოში გადაყვანეს 23 ადამიანი. დაშავდა 17 მეხანძრე.