უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე ეხმაურება რუსეთის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ოდესაზე.

„რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, – წერს ზურაბიშვილი.

 

Another war crime committed by Russia in Ukraine!

I condemn in the strongest terms attacks on #UNESCO world heritage sight – #Odesa and its peaceful residents, blunt violations of all norms of international law

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 23, 2023


რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა – 22.

რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი. დანგრეულია 6 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კორპუსები.