უმოკლეს ვადაში მომზადდება კონკრეტული პაკეტი დემოგრაფიული ტენდენციების გასაუმჯობესებლად - მთავრობა

პუბლიკა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე.

საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა  და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს.

„ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს, რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სხდომის დასრულების შემდეგ.