უმრავლესობის დაშლის შემთხვევაშიც რიგგარეშე არჩევნები ვერ დაინიშნება – ვახუშტი მენაბდე

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ უმრავლესობის დაშლა, პარლამენტის მიერ ბიუჯეტის ვერდამტკიცება, უნდობლობის პროცედურა და სხვა მიზეზები ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი.

როგორც ის წერს, რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს:

1. თუ პრემიერი გადადგა და პარლამენტმა ახალი ვერ დაამტკიცა;
2. თუ პრემიერმა პარლამენტს ნდობის განახლებისთვის მიმართა, ვერ მიიღო და საკანონმდებლო ორგანომ ვერც ახალი კაბინეტი ვერ დაამტკიცა.