უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, თუმცა არსებული შედეგებით ყველგან გამარჯვებული „ქართული ოცნებაა“ – კალაძე

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიის ოფისის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

მხარდაჭერისთვის სცენიდან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ. „იმედის“ ეგზიტპოლების მიხედვით, კალაძემ პირველივე ტურში მოიგო არჩევნები.

„მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს და ამ ქალაქის განვითარებას.

დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ეს მოგვცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რომ სტაბილურობა იგრძნოს ჩვენმა მოქალაქეებმა.

ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, თუმცა არსებული ეგზიტოპოლის შედეგებით, ყველაგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“ – განაცხადა კალაძემ.