უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართველებმა საქართველოში დასვენება და შიდა ტურიზმში ფულის გადახდა უნდა ისწავლონ. მისივე თქმით, შიდა ტურიზმიც მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის. მისივე თქმით, შიდა ტურიზმიც შიდა ბაზარზე მოთხოვნას უფრო მეტად გააჩენს.

„დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი ახლა, სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში.

ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან, ეს არა. ესეც შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, რაღაც სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ მზად ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი განახლდება, 1 ივლისიდან კი საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.