UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიას დაამატა

პუბლიკა

UNESCO-მ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციმ) 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელსაც საქართველოდან ლექსო ლაშქარავას სახელი დაემატა.

UNESCO-ს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ლექსო ლაშაქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

„TV პირველის“ ოპერატორი 2021 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ არაა ცნობილი.

5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.