უნგრეთის ელჩი: პრემიერი მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ვიზიარებთ

პუბლიკა

უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო ამბობს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატორთა ჰომოფობიური კონფერენციის სპიკერად ორგანიზატორებმა იმიტომ მიიწვიეს, რომ საქართველო იზიარებს უნგრეთის თვალთახედვას ქრისტიანობასა და ოჯახურ ღირებულებებზე.

„როდესაც სუფრა გაქვს, იწვევ ადამიანებს და არ არის აუცილებელი, ყველა ფიქრობდეს ისე, როგორც შენ ფიქრობ. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორებმა მიიწვიეს, რადგან ეს არის ფართო პლატფორმა პოლიტიკური აზრებისა და ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ვიზიარებთ.

საქართველო იზიარებს ჩვენს ხედვას ქრისტიანობაში, ტრადიციულ ღირებულებებს, ღირებულებებს ოჯახთან და ოჯახურ კავშირებთან. კონსერვატიულ პლატფორმაზე ამაზეც იქნება საუბარი. ყოველთვის არის მსგავსება და განსხვავება შეხედულებებში, ისე როგორც საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და წევრობასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შეხედეთ იმას, რომ ჭიქა არა ნახევრად ცარიელია, არამედ ნახევრად სავსეა“, – ამბობს ელჩი.

[TV პირველის თარგმანი]


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი  კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა.

კონსერვატორთ საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სოციალურ ქსელში განთავსებული ტექსტი კი ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს.