უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა და შეხვედრებს მართავს

პუბლიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მოსკოვში ჩავიდა. მისი განცხადებით, რუსეთში ენერგეტიკის საკითხებზე გამართავს შეხვედრებს.

სიიარტო წერს, რომ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოება გაზის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის უწყვეტ ტრანსპორტირებას მოითხოვს. სიიარტოს განცხადებით, ამ სამი პირობის შესასრულებლად უნგრეთ-რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა შეუფერხებელი უნდა იყოს, რადგან ეს არ არის პოლიტიკური საკითხი.

სიიარტო მოსკოვში ენერგეტიკის საკითხებზე პასუხისმგებელ ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან და „როსატომის“ აღმასრულებელ დირექტორთან ალექსეი ლიხაჩოვთან მართავს შეხვედრებს.