უსახლკარო ადამიანებს ლილოს თავშესაფარში მოვათავსებთ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უსახლკარო ადამიანებს ლილოს თავშესაფარში განათავსებენ.

„გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, განთავსდნენ ლილოს თავშესაფარში. რა თქმა უნდა, მათ შესახლებამდე თავშესაფარი სრულად შემოწმდება რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თუ საჭიროება იქნება, რომ დროებითი თავშესაფრები შეიქმნას უსახლკარო ადამიანებისთვის, მერია ამისთვისაც მზად არის, თუმცა, კალაძის მტკიცებით, ლილოს თავშესაფარი ყველა მსურველის უზრუნველყოფას შეძლებს.