უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ვახტანგ გომელაური იქნება - გახარია

პუბლიკა

უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი  ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა. მან პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. როგორც ლევან იზორიამ თქვა, ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.