უსუსური მცდელობა, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ - პრემიერი Ipsos-ზე

პუბლიკა

„ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა, საცოდავი მცდელობა იმისთვის, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ რამენაირად და ამ ყველაფერს 2 დღეში საზოგადოება იხილავს, რომ დასრულდება ჩვენი გამარჯვებით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Ipsos-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ამ კვლევას სანდოობა არ ავქს.

„არაერთხელ გვითქვამს, არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. იპსოსის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია. თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები საინტერესო არაა ჩვენთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მთავარი არხის“ დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევით, თბილისში უპირატესობა აქვს „ოცნების“ კანდიდატ კალაძეს, ხოლო საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატებს.