„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს“, – ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.
„7 ნოემბრის საქმის“ პროკურორმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა.
წიკლაურის თქმით, იმ ფონზე, როცა სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა, ის დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს.
„სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე“, – განაცხადა პროკურორმა.
„თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.